Product Owner Mentor GEO
academyofdigitalindustries
Tbilisi, Tbilisi, Georgia
Posted Jun 24, 2024
- Contract
- Operations
Job description
ADI-ის შესახებ ციფრული ინდუსტრიის აკადემია ADI 2018 წელს დაარსდა თბილისში, როგორც ინიციატივა, რომელიც გამიზნული იყო აქტუალური პრობლემის - ადგილობრივ ბაზარზე ციფრული ინდუსტრიაში პროფესიონალების ნაკლებობის გადასაჭრელად. 2018 წელს თბილისში დაწყებული პატარა ინიციატივა დღეს უკვე წარმოადგენს გლობალურ EdTech პლატფორმას, რომელსაც ჰყავს 30,000-ზე მეტი კურსდამთავრებული. 2023 წლიდან Tether -თან პარტნიორობით, ჩვენი მისია გაფართოვდა და ახლა გლობალურად ვეხმარებით ადამიანებს მიიღონ პრაქტიკული განათლება და დაიწყონ კარიერა ციფრულ სფეროში. Სამუშაო აღწერილობა ვეძებთ Product Owner-ის მენტორს, რომელსაც აქვს ძლიერი პრაქტიკული გამოცდილება პროდუქტის მართვისა და განვითარების მიმართულებით და შეუძლია საკუთარი პროფესიული გამოცდილების სტუდენტებისთვის გაზიარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კანდიდატი, რომელსაც კარგად ესმის Product Owner-ის როლი რეალურ სამუშაო გარემოში პროდუქტის ხედვისა და მიზნების განსაზღვრიდან, მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირებისა და პრიორიტეტიზაციის პროცესიდან, გუნდის კოორდინაციასა და პროდუქტის განვითარებამდე. ძირითადი მოვალეობები ცოდნის გაზიარების, მენტორობისა და სტუდენტებთან ურთიერთობის სურვილი; ონლაინ და ოფლაინ ვორქშოპების ჩატარება სილაბუსის მიხედვით, რომელიც მოიცავს აქტიურ დისკუსიებს, პრაქტიკულ დავალებებსა და პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას; სწავლების პრაქტიკული მოდელის შექმნა და განვითარება საკუთარ პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით; რეალური სამუშაო ქეისების, მაგალითებისა და პროდუქტის განვითარების პროცესში მიღებული გამოცდილების გაზიარება; სტუდენტებისთვის Product Owner-ის ძირითადი პასუხისმგებლობების, სამუშაო პროცესებისა და თანამედროვე ინსტრუმენტების პრაქტიკულად გაცნობა; AI ინსტრუმენტების გამოყენების სწავლება Product Owner-ის ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ შორის პროდუქტის კვლევის, იდეების გენერირების, მომხმარებლის საჭიროებების ანალიზის, დოკუმენტაციის, მოთხოვნების ჩამოყალიბებისა და სხვა პროცესების გასაუმჯობესებლად; სტუდენტებისთვის AI-ის შესაძლებლობებისა და შეზღუდვების გაცნობა და პასუხისმგებლიანი გამოყენების პრაქტიკის გაზიარება; სტუდენტების მხარდაჭერა პრაქტიკული დავალებებისა და პროექტების შესრულების პროცესში; სტუდენტებისთვის კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; აქტიური, პოზიტიური და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნა; სტუდენტების ჩართულობისა და დისკუსიაში მონაწილეობის წახალისება; სფეროში არსებული სიახლეებისა და თანამედროვე მიდგომების მუდმივი გაცნობა და სწავლების პროცესში მათი ინტეგრირება; ვორქშოპების ფარგლებში ინოვაციური და კრეატიული აზროვნების წახალისება. Product Owner-ის პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი პროფესიული გამოცდილება; Cross-functional გუნდებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; დეველოპმენტის გუნდებთან მუშაობისა და მათი მართვის-კოორდინაციის გამოცდილება; პროდუქტის განვითარების პროცესისა და მისი ძირითადი ეტაპების პრაქტიკული ცოდნა; Agile მეთოდოლოგიისა და Scrum-ის პრინციპების კარგი ცოდნა; პროექტისა და პროდუქტის მართვის შესაბამისი ინსტრუმენტების, მათ შორის Jira-ს, ცოდნა; AI ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკული გამოცდილება Product Management/Product Ownership-ის პროცესებში ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; პროდუქტის კვლევის, მომხმარებლის საჭიროებების ანალიზის, მოთხოვნების ჩამოყალიბებისა და პრიორიტეტიზაციის გამოცდილება; Scrum.org-ის შესაბამისი სერტიფიკატის, მაგალითად Professional Scrum Product Owner™ II (PSPO II) ან მსგავსი სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად; ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები; კარგი კომუნიკაციისა და ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი; სტუდენტების მოტივირებისა და შთაგონების უნარი; სხვადასხვა გამოცდილებისა და ცოდნის მქონე აუდიტორიასთან ეფექტურად მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ. მეგობრულ სამუშაო გარემოს; დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას; 20 % ფასდაკლებას ტერმინალის ქოვორქინგ სივრცეში; ჩვენს პლატფორმაზე განთავსებულ კურსებზე ულიმიტო წვდომას და ფასდაკლებას ოჯახის წევრებისთვის; სწავლებისა და განვითარების პროგრამას; რეფერალ პროგრამას; კომპანიის მიერ დაგეგმილ როგორც მასშტაბურ ასევე ლოკალურ ივენთებს.